თეგებით ძიება
28. 09. 2023 სპორტი

კვარა უნიკალურია, მენტალურად ძალიან ძლიერია, ასეთი ბევრი არაა - რუდი გარსია

რუდი გარსიამ „უდინეზესთან“ (4:1) მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსაც შეეხო.

"ჩემზე არ ინერვიულოთ, მე არც ისე ცოტა გამოცდილება და ფართო მხრები მაქვს. გუნდმა დღეს კარგად ითამაშა, ბიჭების გამო მოხარული ვარ. კვარაცხელია ძალიან კარგი იყო, ორი გოლი შექმნა და ერთი თავად გაიტანა. ის მენტალურად ძლიერია, ბევრი დადებითი თვისება აქვს. ამ მატჩში ერთადერთი ცუდი არის, რომ გოლი გავუშვით. კვარამ დღეს გაიტანა და ახლა მისთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება. მასთან დიდხანს ვისაუბრე და ვურჩიე ამაზე ბევრი არ ეფიქრა, თამაშისგან სიამოვნება მიეღო. ის უნიკალური მოთამაშეა. ცოტა ფეხბურთელია ისეთი, ვინც კაცს მის მსგავსად ატყუებს, ოსიმენი? მას კომპლიმენტი ვუთხარი, ვიქტორთან თავიდანვე მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. ბედნიერი ვარ, რომ მან ამაღამ გაიტანა, მასაც ჰქონდა უიღბლო დღები, თუმცა ის საკმაოდ მშვიდი იყო. ბიჭებმა ამაღამ საათი სწორ დროს დაუბრუნეს. ბოლონიაში ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულები ვიყავით. გავბრაზდით ვერმოგების გამო. დღეს კი ყველაფერი რიგზეა. ოსიმენის ვიდეო ტიკ ტოკზე? მისთვის ზიანის მიყენება არავის უნდოდა. ოსიმენი კი გააკეთებს იმას, რასაც თავად ჩათვლის საჭიროდ. ის გუნდისთვის ყველაფერს იღებს“. - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩამ 19 მარტის შემდეგ დღეს პირველად გაიტანა და შეხვედრაში ყველაზე მაღალი 9.7 შეფასებაც დაიმსახურა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა