„მე დავბრუნდი! ეს შეგრძნება მენატრებოდა!“ - ხვიჩა კვარაცხელია
ნაპოლი სერია A-ს მე-6 ტურში უდინეზეს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 4:0 მოიგო. გამორჩეული მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც 6 თვიანი „მშრალი“ სერია უდინეზეს კარში გატანილი გოლით დაასრულა. მან ასევე, საგოლე გადაცემა მიითვალა და პენალტიც გამოიმუშავა.
შეხვედრის შემდეგ, „კვარამ“ იტალიურ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში თავის ემოციებზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ეს შეგრძნება მენატრებოდა. ფეხბურთში, ნებისმიერმა შეიძლება იგრძნოს ცოტაოდენი მღელვარება, თუ ექვსი თვის განმავლობაში გოლს ვერ გაიტანს, მაგრამ მე დავბრუნდი, ბედნიერი ვარ და მახარებს, რომ გუნდს დავეხმარე“, - ციტირებს ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს Football Italia.
„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 30 სექტემბერს, ლეჩეს წინააღმდეგ გამართავს, 3 ოქტომბერს კი ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს" დაუპირისპირდება.