მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკა იანვრიდან არსებობას წყვეტს
მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკა 1 იანვრიდან არსებობას წყვეტს. სომხური მედიის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ხელი არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებს, მათ შორის, მის ფარგლებს გარეთ მყოფებს, შესთავაზეს, გაეცნონ რეინტეგრაციის პროგრამას, რომელიც მათ აზერბაიჯანმა შესთავაზა.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყება გამოაცხადა. 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს სომხური სამხედროების გაყვანას, არაღიარებული რესპუბლიკის არმიის დაშლას და სამხედრო ტექნიკის გაყვანას.