თეგებით ძიება

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, კვლავ ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, დოლიძის ქუჩაზე, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელია, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა