"დრო ერთადერთი ღირებული რესურსია" - ბრიტანელი მხატვარი სარა ლუკასი
„დაბერების ერთ-ერთი სიამოვნება ის არის, რომ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია და დიდი ცვლილებები აღარ ხდება. ჩემი ღირებულება უკვე აღმოვაჩინე”, - ამბობს ბრიტანელი მხატვარი სარა ლუკასი.
"დრო ერთადერთი ღირებული რესურსია. ის საჭიროა ფიქრისთვის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. სწორედ მაშინ ვივსები შთაგონებით. ფიქრის დრო რომ გაქვს, ეს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტია,“ - ამბობს მხატვარი.
ლუკასი სოციალურ მედიასთან არ ურთიერთობს, აწყობს მინიმალური მასშტაბის საჯარო გამოფენებს - რეტროსპექტიულ შოუს; მშვიდად ცხოვრობს თავის პარტნიორთან (კომპოზიტორი და მხატვარი ჯულიან სიმონსი) ერთად და თანხმდება მხოლოდ რამდენიმე ინტერვიუზე. „ეს არ ნიშნავს, რომ მე განსაკუთრებით ჩაკეტილი პიროვნება ვარ. უბრალოდ, მირჩევნია წიგნები ვიკითხო,“ - თქვა ლუკასმა.
”მახსოვს, დედაჩემმა მითხრა, რომ საშინაო დავალება არ შემესრულებინა,” განაგრძობს ლუკასი, - „დედამ მითხრა: „სასკოლო სამუშაო სკოლაში უნდა შეასრულო. ახლა წადი და ითამაშე.“
16 წლის ასაკში, წლების განმავლობაში საშინაო დავალების შეუსრულებლობის შემდეგ, სარა ლუკასმა სკოლა დატოვა და ევროპაში ავტოსტოპით იმოგზაურა. როცა ბრიტანეთში დაბრუნდა, დედასთან ერთად სათამაშო ცენტრში მუშაობა დაიწყო, სადაც ნივთებს, ძირითადად, იაფფასიანი მასალისგან ამზადებდა.
სარა ლუკასს ჯერ კიდევ ვერ ეპოვა თავისი პროფესია, თუმცა, მოგვიანებით, ლონდონის გოლდსმიტის კოლეჯში სწავლისას ყველაზე ცნობილი ბრიტანული ხელოვნების მოძრაობის ნაწილი გახდა მას შემდეგ, რაც პრერაფაელიტებმა თავიანთი ფუნჯები „დაყარეს“.
მოგვიანებით, ლუკასმა ტრეისი ემინთან [ბრიტანელი მხატვარი] თანამშრომლობა დაიწყო. ”ჩვენ მხოლოდ ექვსი თვე ვიყავით ერთად”, - თქვა ოდნავ გაბრაზებულმა ლუკასმა.
სარა ლუკასის ცენტრალური ხელოვნება ყოველდღიური საგნების უსასრულო ინტერპრეტაცია - ღია ტექსტებია.
„რაღაცები ერთგვარი ტრანსია. თითქოს ნასვამ მდგომარეობაში ვცხოვრობთ,“ - აღნიშნავს მხატვარი.
წყარო: https://ground.news/article/time-is-the-only-valuable-thing-artist-sarah-lucas-on-slacking-social-media-and-her-free-bus-pass