თეგებით ძიება

"აუ, არ შემიძლია, არ შემიძლია ახლა ამის თქმა" - ცნობილი წყვილის ცხოვრებაში სიახლეა

მე რომ მას არ ვუგებდე, ვერავინ დამაძალებდა იმის გაკეთებას, რასაც რუსოს ვუკეთებ. მისთვის ვარ მამა, მეგობარი, ძმა და ბოლოს მეუღლე - ამ სიტყვებით იწყებს 54 წლის მამუკა ჩაჩხიანი „კვირის პალიტრასთან“ საკუთარი დაუჯერებელი და უჩვეულო სიყვარულის ისტორიის მოყოლას.

დიდ დიღომში მცხოვრები მამუკა და რუსო ჩაჩხიანების სიყვარულის ისტორია მართლაც განსაკუთრებულია. წყვილმა ოჯახი 23 წლის წინ შექმნა. მას შემდეგ ბევრი სირთულე გამოიარეს. მათი სიყვარულის წინააღმდეგი უამრავი ადამიანი იყო, თუმცა ყველაფერი გადალახეს და დღემდე მოვიდნენ.

რუსო მე-8 კლასში იყო, როცა ტრავმის შედეგად ხერხემალი დაუზიანდა და მას შემდეგ შშმ პირია. გვიყვება, რომ ძალიან აქტიური ბავშვი იყო. დადიოდა ცეკვაზე, სპორტზე. როცა აღმოჩინა, რომ ძველებურად ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა, ძალიან გაუჭირდა, ხშირად ჰქონდა დეპრესიული დღეები. მას შემდეგ კი, რაც მის ცხოვრებაში მამუკა გამოჩნდა, ყველაფერი შეიცვალა.

წყვილის ცხოვრებაში სიახლეა. წლების შემდეგ, პირველად აქვთ იმედი რომ რუსო ფეხზე დადგება და ყავარჯნით სიარულს შეძელბს. ამისთვის კი დიდი თანხაა საჭირო და კეთილი ადამიანების დახმარების გარეშე ვერაფერს შეძლებენ.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებული ანგარიშის ნომერზე:

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000549886075GEL

პირადი ნომერი: 01006008506

მიმღები: მამუკა ჩაჩხიანი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა