თეგებით ძიება

ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვით,   დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივ-საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის ჯარიმის ოდენობა იზრდება.

კანონპროექტით, პირველივე შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა  ფიზიკური პირის შემთხვევაში  150 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში -1500 ლარი.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის იქნება 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის – 5000 ლარი.

მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა  1000 ლარით განისაზღვრება,  ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის  –  10 000 ლარით.

 კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა