კაცმა 135 ცალი წითელი ცხარე ჩილის წიწაკა შეჭამა - რეკორდი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა
კანადელმა მამაკაცმა 135 ცალი წითელი ცხარე ჩილის წიწაკა შეჭამა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მაიკ ჯეკმა თავდაპირველად, გინესის რეკორდის დასამყარებლად, 6 წუთსა და 49 წამში 50 ცალი წითელი ცხარე ჩილის წიწაკა მიირთვა. რეკორდის დამყარების შემდეგ კი დამატებით 85 ცალი კიდევ შეჭამა.
მაიკის თქმით, მიღწეული შედეგით კმაყოფილია.