ცოლად შერთვის მიზნით, საგარეჯოში არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს
ცოლად შერთვის მიზნით, კახეთში, საგარეჯოში 17 წლის გოგო მოიტაცეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო.
მოტაცებული გოგოს მამა ამბობს, რომ მისი შვილი ღამით 4-მა პირმა წაიყვანა.
"ღამის 11 საათზე 17 წლის ბავშვი საკუთარი სახლიდან 4-მა ბიჭმა მოიტაცა ვინც ჩემი შვილი მოიტაცა, ჩვენი სოფლის გამგებლის ბიძაშვილია მინდა, ჩემი შვილი საკუთარი თვალით ვნახო და დაველაპარაკო", - თქვა მოტაცებული არასრულწლოვანი გოგოს მამამ TV პირველთან საუბარში.