ბლინკენი პუტინისა და ბაიდენის შესაძლო შეხვედრის შესახებ - არასოდეს თქვა არასოდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა არ გამორიცხა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა.
გამოცემა The Atlantic-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში, ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა აზრი პრეზიდენტ ბაიდენის ხელახლა შეხვედრას პუტინთან თუ ეს უკვე გამოსწორებას არ ექვემდებარება? - სახელმწიფო მდივანმა უპასუხა:
არასოდეს თქვა არასოდეს. საბოლოო ჯამში, ის, რაც ყველას უნდა, დაწყებული უკრაინელებიდან, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობაა. ვნახოთ, თუ ოდესმე მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება.