ვის უხდით ბოდიშს და რისთვის? ერთი ვეტერანებს და დევნილებსაც ჰკითხეთ რა.. - ქეთი ლომაია
ჟურნალისტი ქეთი ლომაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„ახლა კარგად მომისმინეთ რა, რაღაც ძალიან ბევრგან შემხვდა, ბოდიში მოვუხადოთ აფხაზებსო, არ მეშლება არც ბოდიში და არც მადლობა, მაგრამ ვის უხდით ბოდიშს და რისთვის?
ჯერ სავარძლებიდან წამოდექით, იომეთ, ოჯახის წევრები შესწირეთ, თაობებით ნაშენები ცხოვრება და ქონება დაუტოვეთ, მილიონი სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეთ, მერე ჭუბერი გამოიარეთ. აი მერე გინდა აფხაზებს მოუხადეთ ბოდიში და გინდა მანჯურიელებს. ეს ძალით ქრისტიანი პატრიოტები ყველაზე საშიში კატეგორია ხართ. ერთი ვეტერანებს და დევნილებსაც კითხეთ რა..“ - წერს ქეთი ლომაია.