ჩოხატაურში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს
გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მოკლული ბიჭი სავარაუდოდ 21 წლის იყო. სავარაუდო დამნაშავე კი ადგილობრივია, რომელმაც 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა. ცნობილია, რომ ის ვადაზე 3 წლით ადრეა გათავისუფლებული.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
წყარო: „მთავარი“