თეგებით ძიება

ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას 1 tv.ge ავრცელებს. , ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის ტერიტორიიდან შვეულმფრენმა ქვეყნის საზღვარი ორჯერ გადაკვეთა.

ბელარუსის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, პირველად პოლონური შვეულმფრენი ბელარუსის ტერიტორიის სიღრმეში კილომეტნახევარზე, დაახლოებით ერთ საათში კი, ბელარუსის ტერიტორიაზე მეორედ უკვე 300 მეტრის სიღრმეში შევიდა.

ბელარუსის მედია წერს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მორიგე ავიაცია გაუშვეს. „ამ ეტაპზე მომხდარის გარემოებები ზუსტდება. თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შესაბამის ნოტას ამზადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა