თეგებით ძიება

„მეომრებს არ ჩაგვიფსია. ჩაიფსა ხელისუფლებმა და მას შემდეგ, დღემდე ჩაფსმული დადის!!!“ - ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულაშვილი ნანა ჯანელიძის ფილმის „იარე ლიზა“ შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„"იარე, ლიზა!" - ციტატა ფილმიდან:

💬 "ხშირად შარვალი გვისველდებოდა, ამ დროს წამალი გშველის... როცა მიხვდნენ ამას, მოგვაყარეს და მოგვაყარეს წამალი... ჩვენ გმირები არ ვიყავით..." /ლიზას ქმარი/

პ.ს. დიახ, ჩვენ ხშირად გვისველდებოდა შარვალი. გვისველდებოდა ძირ-გავარდნილი ბოტასები და ძუნძგლიანი ქურთუკები...

გვეძინა წვიმაში, თოვლში, ყინვაში და ზოგჯერ ჭირივით გვძულდა მზე, რომელიც დაუნდობლად გვწვავდა.

ეს არ იყო ჯარი და ომი... ეს იყო ერთი დიდი ქაოსი სადაც ჟურნალისტი, იურისტი, მსახიობი, ექიმი, მეწაღე, ხაბაზი, "ხადავშიკი",  მღებავი, აგრონომი, პოეტი, თუ  მუსიკოსი ერთად იბრძოდა.  

დიახ, ჩვენ ხშირად გვისველდებოდა შარვალი, მაგრამ არასოდეს ვიფსამდით...

ჩვენ თვალებიც გვისველდებოდა... განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ომიდან უკან მობრუნებულებს, რიკოთის აქეთ, მოლხენილი და ღრეობაში მყოფი საქართველო გვხდებოდა...

დიახ, ეს არ იყო ომი! ეს იყო საშინელი მარაზმი, სადაც ვიღაცა სიცოცხლეს კარგავდა და სადაც, ვიღაცა მილიონებს პოულობდა...

ამ მარაზმს, აფხაზების და ქართველების სიკვდილი ერქვა, რომელიც მხოლოდ რუსეთს და  მის აგენტებს სურდა...

დიახ  გვისველდებოდა შარვალი, მაგრამ ჩენს ვაჟკაცობას შმორის სუნი არასოდეს ჰქონია...

წამალი? - კი, რა თქმა უნდა...  მხარში მოხვედრილი ტყვია "ანალგინით" ამომიღეს... "წამალი ოხრად გვქონდა".

ხვალ ჩვენი შვილები ნახავენ ამ ფილმს...

ნუთუ მცირეოდენი ეჭვი, თუ გაჰკრავთ, რომ მათი მამები მტერთან ბრძოლაში იფსამდნენ? 

იმედია - არა!

ბოდიშს კი არასოდეს მოვიხდი მათ წინაშე, ვინც ჩემს ქვეყანას გენოცოდი მოუწყო.

ერთნაირად მძულს ამ ომის დამწყები, რუსიც, აფხაზიც და ქართველიც.

მეომრებს არ ჩაგვიფსია. ჩაიფსა ხელისუფლებმა და მას შემდეგ, დღემდე ჩაფსმული დადის!!!“ - წერს ნუგზარ სულაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა