მოსახლეობის 60% ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას მხარს უჭერს - Edison Research
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 60% ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას მხარს უჭერს.
👉 დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 37% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას - Edison Research
კითხვაზე, რამდენად უჭერთ მხარს ან ეწინააღმდეგებით საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან, პასუხები ასე ნაწილდება:
✔️ ეწინააღმდეგება - 40%
✔️ მხარს უჭერს - 60%
კვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.