თეგებით ძიება

„გაეძრობა მერე შენივე "ტრ**იპერო" ქართველი და - სეპარატისტებთან დიალოგი გვჭირდებაო“ - ბესო ლორია

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ბესო ლორიას მიერ 2020 წელს  გამოქვეყნებულ სტატუსს აქვეყნებს:

„ბესო ლორია, 2020 წლის 28 სექტემბრის სტატუსი:

🔻 "შენს ენაზე არ გელაპარაკნენ შენსავე ქვეყანაში. გულისრევამდე სძულდით, მარტო იმტომ, რომ ქართველი იყავი, ქართულად საუბრობდი, ქართულად სწავლობდი შენსავე მიწა-წყალზე.  შეეკვრნენ ყველა შენს მტერს და აგიტეხეს ომი. შემოყარეს ყველა ურჯულო, შენი, შენი მოხუცის და ბავშვის მოსაკლავად. თავებით ფეხბურთი ითამაშეს, დაგხოცეს, გადაგწვეს, წაგართვეს, რაც შენ, შენს მშობლებს, იმათ მშობლებს უშოვნია და უწვალია. გატარეს ყინვაში, მშიერი. გასაფლავებინეს მოხუცი და ჩვილი გზადაგზა.  წაბილწეს შენი წინაპრების საფლავები...

🔻ჩაიყენეს შუაში შენი მტერი  და 30 წელია ენას გიყოფენ, დაგცინიან, აბუჩად გიგდებენ, ადამიანად არ გთვლიან, გიტაცებენ. აგრძელებენ იქ დარჩენილი შენიანების ძარცვას, ხოცვას.  არ ერიდებათ და საოკუპაციო ზოლს აქეთ გადმოსულები, ძაღლივით გიკლავენ შენს ძმას...  

🔻გადაგიღებეს ტაძრები და ქართულ კვალს გიშლიან. რა ჩამოთვლის იმ დამცირებას, უსამართლობას და ღორობას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.

🔻გაეძრობა მერე შენივე "ტრაკშიპერო" ქართველი და - სეპარატისტებთან დიალოგი გვჭირდებაო. ერთმანეთს ბოდიში უნდა მოვუხადოთო. თან იმას არც შენი ბოდიში აინტერესებს და არც თვითონ აპირებს მოხდას..."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა