სამტრედიელ პედაგოგს კემბრიჯის უნივერსიტეტმა საერთაშორისო მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა - დათო ლიკლიკაძე
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:
სამტრედიელ პედაგოგს ნინო სტურუას კემბრიჯის უნივერსიტეტმა საერთაშორისო მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. რაც იმას ნიშნავს, რომ სამტრედიის პირველი სკოლის ინგლისურის მასწავლებელს უფლება აქვს მსოფლიოს 50 ქვეყანაში ასწავლოს.
რავი... კარგი ამბავია მგონი - წერს ლიკლიკაძე.