თეგებით ძიება

"საცოდაობა ტრიალებს... სიკეთის ბიჭი მოგვიკლეს" - ვინ არის გურიაში მოკლული 23 წლის ბიჭი?

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ბიჭი მოკლეს.

ახალგაზრდის შესახებ სოციალურ ქსელში "ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე წერს და ფოტოს ავრცელებს. მისი ინფორმაციითვე, მოკლული ბიჭი ავთო სიხარულიძეა.

"გლოვობს ჩემი ჩოხატაური, გოგოლესუბანი. მოკლულია 23 წლის ათუკა ავთო სიხარულიძე.  

მიწამ როგორ უნდა მიგიღოს. მზე, სიკეთის ბიჭი მოგვიკლეს.

დავმუნჯდი მე... ხალხო, ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით ჯერ ვერ დაჯერებული და ვერ გააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები", - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა