თეგებით ძიება

გამოსახლება თბილისში - ოჯახი ბინის მითვისების თაღლითურ სქემაზე საუბრობს, რომელშიც მათი თქმით, ივანიშვილის ძმა ფიგურირებს

გამოსახლება თბილისში - იორაშვილების ოჯახს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა საცხოვრებელი სახლი დაატოვებინეს.

ოჯახი მათი კუთვნილი ბინის მითვისების თაღლითურ სქემაზე საუბრობს, რომელშიც, მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, ფიგურირებს. ოჯახი ამტკიცებს, რომ ალექსანდრე ივანიშვილმა ბინის მეპატრონის ხელმოწერა გააყალბა, რის შემდეგაც უძრავი ქონება გადაიფორმა და სხვაზე გაასხვისა.

"ჩატარდა ეს გამოსახლება, აი, იცით როგორ? სულ დალეწეს, ლუსტრები ჩამოიღეს, შუქი გამომირთეს, მე ხელით შემეხნენ. ივანიშვილის ძმას, ალეკო ივანიშვილს და დედაჩემს შორის დადებული ხელშეკრულება, არის სიყალბე. ეს დედაჩემის და მამაჩემის აშენებული სახლია, პირველი დღიდან აქ ვცხოვრობ. შვილის სიკვდილი დამავიწყეს, ამას აღარ ვაპატიებ," - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი. 

აღნიშნულ საქმეს პროკურატურა წლებია იძიებს, თუმცა ოჯახს პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია.

წყარო - "მთავარი არხი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა