თეგებით ძიება

"ბანკზე წერდა ახლა ჩემი ფრენდი, როგორ აიძულებს ბანკი ათქმევინოს ის, რაც კლიენტისთვის მიმზიდველია და დაუმალოს მთავარი" - რას წერს ელისო ჯანაშია?

ჟურნალისტი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში ბანკების შესახებ წერს.

"ბანკზე წერდა ახლა ჩემი ფრენდი, როგორ აიძულებს ბანკი ათქმევინოს ის, რაც კლიენტისთვის მიმზიდველია და დაუმალოს მთავარი. 11 წელი უმუშავია ბანკში.

ჰოდა, ჩემი ტრავმა ამომიტივტივდა:

2018 წლის ივნისში ტბს-ში ავიღე იპოთეკური სესხი $ 46000 ძალიან მიმზიდველ წლიურ 7% -ად 

უცებ, სესხი გახდა 9, 6 %, რადგან რასაც გეუბნებიან ისე არაა, ხელშეკრულებაში, ფრჩხილებში გიწერია Libor-ის ინდექსაა მიბმული და ამას ემატება 4,56%. ანუ, ამ ინდექსის ცვლილებასთან ერთად, ყოველ 6 თვეში იცვლება სესხის ოდენობა. თუ თავდაპირველად ვიხდიდი თვეში $400, შემდეგ გახდა $460. 

მაშ, 7 % რა არის? ვიკითხე სასოწარკვეთილმა? ოო, ეს არის რაც არის თუკი ლიბორის ინდექსი შენს სასარგებლოდ შეიცვალა და დაიწია, მაშინ 7 პროცენტს არ უნდა ჩამოცდეს შენი გადასახადი. ამაშია ყოფილა საქმე!

 სესხის აღებისას ამას არავინ გეუბნება. ეს ინდექსები კიდევ, სანამ  გუგლში არ მოძებნი, საიდან იცი. სესხს კიდევ ისე კოხტად, ყავის წრუპვით და სტატუს მომხმარებლის ბარათის შემოთავაზებით, რაღაც ეგოებზე თამაშით გაძლევენ. 

ადამიანად გაგრძნობინებენ თავს, აგერ ბანკი თავს გევლება, შენი ოცნების ბინას ყიდულობ, პლუს "სტატუსს" გაძლევს, ლამის ევროკავშირის სტატუსის ტოლფასია იმ დროს შენთვის და გაბრუებული გამოდიხარ იქედან. 

მერე ის შენი ოფიცერი მავრივით ქრება და სხვებმა არაფერი იციან, გზადაგზა გაჩენილი კითხვების შესახებ. გგონია, რომ რობოტებს ელაპარაკები. აზრი არ აქვს ( სწორედ ასეთ შემთხვევებზე ლაპარაკობდა ჩემი ფრენდი, მომზადებულ ტექსტებს რომ აძლევენ და იმის იქეთ გაურკვევლობაა) 

რამდენიმე თვის წინ, მირეკავს ვიღაც გოგო და მეუბნება: Libor გაუქმდა და გადავდივართ SOFR ინდექსზე, ამისათვის ცვლილებაა საჭირო ხელშეკრულებაში და ახლა დღის ბოლომდე სწრაფად უნდა მიხვიდეთ ფილიალში ხელის მოსაწერად. 

ვაჰ, ოღონდ თქვენ არ დაზარალდეთ და ჩემიდედავატირე, მივედი. აგერ უნდა მოაწეროო, ღიმილით მეუბნება ოპერატორი. რას მოვაწერო? 

წავიკითხე და მოკლედ, არსად წერია ჩემი წლიური 7 % და წერია ასე: წლიურ 9,6 პროცენტს მერე ფრჩხილი იხსნება დამატებული "სოფრ" ინდექსი. დავძებნე ინდექსი და მარტივი არითმეტიკით, გამოდის 12-ზე მეტი. ვურეკავ ვეუბნები, რომ ხელს ამას არ მივაწერ. მერე მთელი თვე მირეკავს იქედან ისტერიულად ვიღაც ოფიცერი და მიმტკიცებს, რომ ეს ასე არაა. მაშინ ზუსტად იგივე ჩანაწერის გაკეთებას ვთხოვ, ოღონდ სიტყვა "ლიბორ" შეცვალონ "სოფრ"-ით. 

ორი თვე მირეკეს, მიგზავნეს ეს ცვლილება, მაგრამ შეუცვლელად, ბოლო ჩანაწერში საერთოდ სხვა მუხლებიც შეცვალეს. ბოლოს კი, "ამიხსნეს", რომ ბანკს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულება და შეცვალეს. 

მოკლედ, იმდენად შემზიზღდა ეს ბანკიც მათთან ურთიერთობაც, ის ბინაც, რომელიც პანდემიის პერიოდში ფოთში გადმოსვლის მერე გაქირავებული მქონდა და "იმენა" ნაფრონტალს გავდა, გავყიდე. რეალურად, საკმაოდ იაფად.

ბანკმა წაიღო 40600 ათასამდე, ანუ 5 წელზე მეტი $5400  გადამიხდია ძირი და 9-ჯერ გამიმეორეს, რომ პირგასამტეხლო 0,5 % აიღეს 2 %- ის ნაცვლად. მააადლობა დიიიდი! 🙏

ახლა დოლარის ანაბრის გახსნა მინდოდა და 0,8 %- ში გაგიხსნითო, სხვა ბანკმა 2,4 % შემომთავაზა-მეთქი. კაი, მაშინ გაგიზრდითო. გამიზარდეს 1,2% -მდე და თუ სხვა ბანკში ფულს გადაიტან, 240$ უნდა გადაიხადო საკომისიო და რასაც ისინი გაძლევენ, ამაში დახარჯავო. ანუ გაშანტაჟებენ ამით და მიბმული ყავხართ.

ანუ ნორმალურია ახლა ეს? არაა ძარცვა? სესხებს  10 და 12 პროცენტში გასცემს და ანაბარს 1 პროცენტში გიხსნის, ეს კიდევ ცალკე თემაა.

საერთოდ არ ვარ ბანკის წინააღმდეგი ზიგადად, არც ისეთი "ლევაკი" ვარ და არ ვიძახი, რომ ბანკებმა ხალხს დაურიგონ ფული. მაგრამ ეს არის ყაჩაღობა. რას აწერდი ხელსო არ მითხრათ ოღონდ. ალტერნატივა მაჩვენეთ, სადაც ხელფასზე დამოკიდებულ, არაკორუმპირებულ ადამიანს შეუძლია ბანკის მეშვეობით, ცხოვრების პირობები გაიუმჯობესოს და არ გადავარდეს მინუსებში, მთელი ცხოვრება ბანკის საწველ ინსტრუმენტად არ იქცეს. 

P S.ისეთი ბედნიერი ვარ თავი რომ დავაღწიე ამ სტრესს, აღარეც ბინა მინდა, აღარც ამ რობოტებთან ურთიერთობა, საოცრად მიხარია 272727 რომ აღარ დამირეკავს შანტაჟით და მუქარით", - წერს ჯანაშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა