თეგებით ძიება

ვინ არის მამის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა - "დედინაცვალი მოუკვდა და წლის ხარჯი ჰქონდათ, მაგრამ..."

მამის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. 27 წლის კაცმა სამართალდამცველებს საზარელი მკვლელობის შესახებ თავად უამბო.

ირკვევა, რომ კაცი სოფელში ბებიის დასაფლავებაზე იყო ჩასული, რა დროსაც, სავარაუდოდ, ნასვამ მამა-შვილს შორის კონფლიქტი მოხდა, რაც შვილის მიერ მამის მკვლელობით დასრულდა.

ცნობილია ისიც, რომ მშობლის მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა ცხედარი საგუშაგოების გავლით თბილისში წაიღო და საკუთარ აგარაკზე დამალა. ამის შემდეგ ის უკან, სოფელში დაბრუნდა და თანასოფლელებთან ერთად მამის ძებნის ოპერაციაში ჩაერთო. საბოლოოდ კი, დანაშაულის შესახებ პოლიციას თავადვე უამბო.

მოკლულის თანასოფლელები მამა-შვილს შორის კონფლიქტს ვერ იხსენებენ. ამბობენ, რომ ჩხუბის და დაპირისპირების ხმა არასროს გაუგიათ. ამის მიუხედავად, არსებობს ვარაუდი, რომ მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ქონება გახდა, რომელსაც მამა ფლობდა და რომელზე პრეტენზიაც შვილს გააჩნდა.

დედინაცვალი მოუკვდა და წლის ხარჯი ჰქონდათ, მაგრამ რა მოხდა იმ რამეს, რა გაკეთდა, არაფერი ვიცით. გავიგეთ, რომ კაცი დაიკარგა, მაგრამ სად დაიკარგა არავინ იცოდა. თურმე ის ბიჭი აქ იყო და რავიცით, ჩვენ, რა ხდებოდა. გამოვიდნენ ხალხი, მეზობელი კაცი და ეძებდა კაცს, მოვიდა ჩემტან ბიჭიო, ყავა დავალევინეო და ასე უთქვამს, წავალ, მიმასაც მოვიყვანო და არ მოიყვანო, სძნავს, კუჭი სტკიოდაო და იმის მერე ეძებდნენ. არ გამოჩნდა. თვითონ აღიარა, მთელი პოლიცია აქ იყო. ავჭალაში წაიყვანა, - ამბობს ადგილობრივი. შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში შვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა. 27 წლის კაცი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

 

წყარო: "ტვ პირველი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა