თეგებით ძიება

"საწვავის ფასი კვლავ მოიმატებს" - რას წერს ოთო აბესაძე?

ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საწვავი ისევ გაძვირდება.

"საწვავის ფასი კვლავ მოიმატებს და 1 ლიტრის ღირებულება საშუალოდ 4 ლარი გახდება. 

საწვავის ფასის გაძვირებას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: 

ინფლაცია და ვალუტის კურსი. არასტაბილური მონეტარული პოლიტიკა და გაუფასურებული ლარი დოლართან მიმართებაში. 

ლოჯისტიკური ხარჯების გაძვირება. ნავთობიმპორტიორებს საშუალოდ 15% გაუძვირდათ საწვავის გადაზიდვის და დასაწყობების ხარჯი. (აღნიშნული ხარჯი განისაზღვრება USD - ში) 

საქარველოში საწვავის 80% ზე მეტი შემოდიოდა რუსეთიდან, რომლის ფასი საშუალოდ 30% - ით იაფი იყო ვიდრე დადგენილი პლაცის მიერ. რუსეთმა შეაჩერა საქართველოში საწვავის ექსპორტი შიდა (რუსულ) ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო. 

ქართულ ნავთობიმპორტიორებს მოუწევთ საწვავის შეძენა საშუალოდ 30% - ით ძვირ ფადად ევროპასა და აზერბაიჯანში. 

ზემოთაღნიშნული 4 ნიუანსის გათვალისწინებით ერთი ლიტრი საწვავის ფასი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში დარეგულირდება საშუალოდ 4 ლარის ფარგლებში. 

გამოსავალი 

მთავრობის მხრიდან საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება. ( ერთ ლიტრ საწვავს გააიაფებს 50 თეთრით) 

სწორი მონეტარული პოლიტიკა. ( 1 USD რომ ღირდეს 2 GEL, ეს საშუალოდ 30 თეთრით გააიაფებდა საწვავს) 

რუსული საწვავის ანულირებით ქართულ ნავთობიმპორტიორებს მოუწევთ იხელმძღვანელონ პლაცის ფასში რაც როგორც აღვნიშნე 30% ით აძვირებს საწვავის ფასს. 

შეჯამებისთვის, პლაცის ფასის, გაუფასურებული ლარის და ახალი ლოჯისტიკური ფასის გათვალისწინებით ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი გახდება 4 ლარი", - წერს აბესაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა