თეგებით ძიება

„პრეზიდენტმა თავისი ვიზიტით ევროკავშირს კი არ დაგვაახლოვა, პირიქით დაგვაშორა“ - დიმიტრი ხუნდაძე

„პრეზიდენტმა თავისი ანტიკონსტიტუციური ვიზიტით საკუთარ ქვეყანას ახალი საბოტაჟი მოუმზადა “, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე წერს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ დაუმალავს და ყველამ კარგად იცის, რომ ყველა პოლიტიკურ და ნაწილობრივ ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდნენ.

„პრეზიდენტმა თავისი ვიზიტით ევროკავშირს კი არ დაგვაახლოვა, პირიქით დაგვაშორა.

ბალტიისპირეთში ჩავიდა იმისათვის, რომ ახალი სავაჭრო თემა შემოეტანა სტატუსის მიღების სანაცვლოდ – სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ანუ, სანქციები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

პრეზიდენტმა თავისი ანტიკონსტიტუციური ვიზიტით ახალი საბოტაჟი მოუმზადა საკუთარ ქვეყანას. საქართველოს ხელისუფლებას არ დაუმალავს და ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ შევუერთდით ყველა პოლიტიკურ სანქციას და ნაწილობრივ ეკონომიკურ სანქციებს.

ამ თემის გაცოცხლებით ომის პარტიის „გენერალურმა სამდივნომ“ უცხოეთში ახალი ხრიკი მოიფიქრა სტატუსზე სავაჭროდ, ისევ ჩვენი პრეზიდენტის და ოპოზიციის ხელით შესასრულებლად.

მათ უნდა შეიგნონ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ სტატუსით. ეს ჩვენ სამართლიანად გვეკუთვნის და მჯერა, მივიღებთ, რადგან საღად მოაზროვნე ძალა დიდია ევროპაში“, – აცხადებს ხუნდაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა