თეგებით ძიება

კაცმა საყვარელთან დროის გატარების მიზნით, საკუთარი გატაცება გაითამაშა - დაუჯერებელი ამბავი

ავსტრალიის სასამართლომ კაცს, რომელმაც საყვარელთან დროის გასატარებლად საკუთარი გატაცება გაითამაშა, პოლიციის მიერ მის სამძებრო ოპერაციაში დახარჯული თანხის ანაზღაურება დააკისრა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, შემთხვევა დეკემბერში მოხდა. 35 წლის პოლ აიირას ახალი წლის გატარება საყვარელთა უნდოდა, ამიტომ თავის პარტნიორს უთხრა, რომ თავის ფინანსისტთან შეხვედრაზე მიდიოდა. თუმცა, საყვარელთან კიდევ ერთი დღის გატარების მიზნით, მან პარტნიორს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო: „მადლობა, რომ პოლი ჩემთან გამოგზავნე. ის ჩვენთან დილამდე დარჩება. როდესაც თავის ველოსიპედ მოგვცემს, გავსწორდებით“.

ქალმა იერას გატაცების შესახებ პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა კაცის „მოსაძებნად“ 200 საათი და 10 ათასი დოლარი დახარჯეს. აიირა მალევე, საყვარლის ბინაში იპოვეს, მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ უცნობმა კაცებმა გაიტაცეს.

12 დღის შემდეგ აიირა ცილისწამების ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ თანხის ანაზღაურებასთან ერთად 3 წლის ვადით საჯარო სამუშაოების შესრულება დააკისრა.

წყარო - "პრაიმ ტაიმი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა