თეგებით ძიება

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისთვის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს 10 და 7 წლით პატიმრობა მიესაჯა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლომ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ერთ-ერთ მათგანს სასჯელის სახედ 10 წლით, ხოლო მეორე პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

უწყების თქმით, ბრალდებულებმა  329 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. 

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაამყარეს კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებთან და თითქოსდა კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული მომსახურების და ქველმოქმედების განხორციელების საფუძვლით, სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხები მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, მათთან დაკავშირებული პირების სახელზე.

ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნით,  მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და ნაწილი სწრაფი ფულადი გზავნილების სახით  საზღვარგარეთ გადარიცხეს, ხოლო ნაწილი   საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და პირადი საჭიროებისამებრ განკარგეს", - წერია განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე  მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა გამოძიების ფარგლებში ამოღებული 211 465 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა და მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა