თეგებით ძიება

„ვაგნერის“ მებრძოლმა საკუთარი და ცოცხლად დაწვა

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ მებრძოლმა საკუთარი და ცოცხლად დაწვა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

55 წლის ოლეგ გრეჩკო მანამდე რამდენჯერმე მკვლელობისთვის სასჯელს იხდიდა, მაგრამ უკრაინაში ომში მონაწილეობის სანაცვლოდ ის შეიწყალეს. სახლში დაბრუნების შემდეგ ოლეგი დას ეჩხუბა, რა დროსაც ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა სახლთან ერთად.

თავად „ვაგნერელმა“ ხელების დამწვრობა მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიებას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აწარმოებს.

ცნობისთვის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ევგენი პრიგოჟინმა დააარსა, რომელიც 2023 წლის 23 აგვისტოს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. მისი თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა. რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინის დავალებით მოკლეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა