თეგებით ძიება

ნორვეგია რუსულნომრიან მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს

რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ბოლო ქვეყანამ, ნორვეგიამ, გადაწყვიტა ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აეკრძალა. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ფინეთმა მიიღეს. 

"ნორვეგია მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რეაგირებს იმ სასტიკ ომზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ეფექტიანი იყოს, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აღვკვეთოთ, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ომის დაფინანსებისთვის სჭირდება", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა.

შეზღუდვა 10, ან ნაკლები დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა