საშინელება იყო, დედა პანიკაში ჩავარდა... 4 წლის ბიჭს ფეხი მეტროს ესკალატორში ჩაუვარდა, პატარამ 2 თითი დაკარგა - უბედური შემთხვევის ახალი დეტალები ცნობილია
დიდ ბრიტანეთში, ბიჭს ფეხსაცმელი ესკალატორში ჩარჩა და ორი თითი დაკარგა. ამის შესახებ Evening Standard იტყობინება.
შემთხვევა ლონდონში მოხდა. გამოცემა წერს, რომ ბიჭი ესკალატორზე დედის უკან იდგა, როდესაც უცებ ფეხი ჩაუვარდა ლენტსა და მოძრავი კიბის გვერდით კედელს შორის არსებულ ხვრელში.
დედა პანიკაში ჩავარდა, მამამ კი მოახერხა დ ესკალატორიდან ბავშვის ფეხი ამოაძვრინა. თუმცა ბავშვმა 2 თითი დაკარგა. დაშავებულს გამვლელი ექიმი დაეხმარა, მეტროში მომუშავე ტექნიკოსმა კი ბიჭის თითები ესკალატორიდან ამოიღო და ყინულში ჩადო. ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი თითების ხელახალი მიკერება ვერ შეძლეს.
დაზარალებულის მშობლებმა Network Rail-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, მათ ასევე უჩივლეს ასევე გაერთიანებული სამეფოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მფლობელსა და ოპერატორს. ოჯახის წარმომადგენელი იურიდიული ფირმა თვლის, რომ ესკალატორი გაუმართავი ან ავარიული იყო. „ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ გვეთქვა, რა მოხდა ჩვენთან, რათა მშობლებმა იცოდნენ, რომ ლონდონში გადაადგილებისას უკიდურესად ფხიზლად უნდა იყვნენ“, - უთხრა ბავშვის მამამ გამოცემას.