თეგებით ძიება

ვინ არის გელათის საჯარო სკოლის დირექტორი, სადაც 9 კლასელ გოგოს თვითდაზიანებისკენ უბიძგებდნენ?

ბულინგის შემთხვევა არასრულწლოვნებს შორის - იმერეთში, გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლს, თვითდაზიანებისკენ უბიძგეს. არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ მეცხრეკლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა, ბოლო შემთხვევის დროს კი, მას ბასრი საგნით ხელის დასერვა და მათი მოთხოვნების შესრულება დაავალეს.

ლევან ჭელიძის ინფორმაციით,  გელათის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ავალიანია.

მისი თქმით, აღნიშნული პიროვნება ასევე არის კურსების თემის მაჟორიტარი-დეპუტატიც და საგულდაგულოდ მალავდა ფაქტს, ბულინგისა და ძალადობის შესახებ.

შეგახსენებთ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი რამდენიმე დღის წინ ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა