პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მემორიალი დადგეს
ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მემორიალი დადგეს. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით „ტაბულა“ ავრცელებს.
მემორიალზე გაკეთებულია წარწერა "სისხლი, ღირსება, სამართლიანობა, სამშობლო, გამბედაობა, კსკ ვაგნერი". მონუმენტის გვერდით კსკ ვაგნერის დროშაა აღმართული.
გამოცემა 7x7 წერს, რომ ერთი კვირის წინ მემორიალი გახსნეს ვაგნერელების მიერ აჯანყების დროს, 24 ივნისს ჩამოგდებული Ka-52 ვერტმფრენის დაღუპული მფრინავებისთვისაც.
არცერთი მემორიალის გახსნაზე სახელმწიფო მედიაში ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ევგენი პრიგოჟინი 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მგზავრებს შორის, მის გარდა, ასევე იყო ვაგნერის მთავარი მეთაური დიმიტრი უტკინი, ასევე PMC-ის ხელმძღვანელობის კიდევ ერთი წარმომადგენელი ვალერი ჩეკალოვი. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავის სადესანტო განყოფილებაში შესაძლოა ბომბი ყოფილიყო.