თეგებით ძიება

მამა თეიმურაზის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ის ისევ მართვით სუნთქვაზეა

გუშინ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მოძღვარი, საგარეჯოს ეპარქიის მღვდელი თეიმურაზ ქორიძე,

რომელიც ბევრისთვის ცნობილია სატელევიზიო ქადაგებებით და რომელსაც მრავალნი გამორჩეული ადამიანური თვისებების მქონე მღვდლად იცნობენ, მძიმე მდგომარეობაშია - გართულებულია პნევმონია (არ აქვს კოვიდი), დაზიანებულია ფილტვები და ამ დროისთვის არის მართვით სუნთქვაზე.

გაცნობებთ, რომ დღეს მამა თეიმურაზის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - სატურაცია, ტემპერატურა და წნევა შენარჩუნებულია ნორმაში, თუმცა პაციენტი ისევ მართვით სუნთქვაზეა.

მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ყველასთვის საყვარელ ახალგაზრდა მოძღვარს.

წყარო: მკურნალი.გე 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა