თეგებით ძიება

შეიმჩნევა კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან - საია

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ. 

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შუალედურ არჩევნებს გორსა და კასპში აკვირდება. მათი განცხადებით, არჩევნების დღეს შეიმჩნევა კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან, რაც მანკიერი პრაქტიკაა.

"ვინაიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად ელექტრონულად ჩატარდება, საიას სადამკვირვებლო მისიის მიზანია, გამოავლინოს ის ხარვეზები, რომელმაც შესაძლოა არჩევნების გამართულად ჩატარებაზე იქონიოს გავლენა.

საგულისხმოა, რომ არჩევნების დღეს ისევ შეიმჩნევა კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან, რაც საიას პოზიციით, მანკიერი პრაქტიკაა," - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა