თეგებით ძიება

„მოგიყვებით, როგორ ცდილობდა თეა გოდოლაძე დიდი რაოდენობის ტროტილით ტყიბულში შახტის აფეთქებას“ - „იმედის“ ჟურნალისტის სკანდალური პოსტი

„იმედის კვირაში მოგიყვებით, როგორ ცდილობდა თეა გოდოლაძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად დიდი რაოდენობის ტროტილით ტყიბულში შახტის აფეთქებას“ - ამის შესახებ ტვ „იმედის“ ჟურნალისტი საბა ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:

„თეა გოდოლაძემ ტროლ ბოტებიც კი აამუშავა იმისთვის, რომ ჩემი დისკრედიტაცია მოახდინოს. პირველი სქრინი გამოდო, სადაც ჩემი ტელეფონის ნომერი ჩანდა. მიხვდა, რომ შეცდომა გაეპარა და წაშალა. მერე მე დამბლოკა. მესმის მისი, - "აჭრილია".  ეს ორი ქმედება გაამართლა ისე, თითქოს მე დავურეპორტე ის ფოტო და მაგიტომ წაუშალეს. მერე ბოტები და ტროლები მომიქსია და გვერდი დამიბლოკა. ტროლ ბოტებს დაავალა ჩემზე მუქარა. დაბლოკვის შემდეგ სრულიად გათავისუფლდა მოპასუხისგან (ანუ ჩემგან) და პოსტი თავიდან დადო. ახლა სოციუმისგან მოწყვეტილი, მოპასუხეების გარეშე, თავის ბაბლს საკუთარ ილუზიებში აცხოვრებს. ამ ქალბატონს 36 წამიანმა ანონსმა ქმედების კონტროლი დააკარგვინა. წარმომიდგენია რა მოხდება, როცა რეპორტაჟს ნახავს. ისიც და მისი ბაბლიც.

 "არა არს საიდუმლო, რომელი არა გამჟღავნდეს".  დაელოდეთ დღეს 8 საათს. იმედის კვირაში მოგიყვებით, როგორ ცდილობდა თეა გოდოლაძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად დიდი რაოდენობის ტროტილით ტყიბულში შახტის აფეთქებას“ - წერს ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ საბა ხვიჩია სიცრუეში დაადანაშაულა და ჟურნალისტთან მიმოწერის „სქრინები“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა