„ისინი ყველგან არიან“ - პარიზში ბაღლინჯოების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა
საფრანგეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ საზოგადოების დასამშვიდებლად და დასაცავად შესაბამისს ზომებს მიიღებს, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზში ბაღლინჯოების რაოდენობა მკვეთრად იზრდება.
სოციალურ მედიაში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც ბაღლიონჯოებს ამჩნევენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა ადგილებში, როგორიცაა კინოთეატრები.
სამი წლის წინ, საფრანგეთის მთავრობამ ბაღლინჯოების წინააღმდეგ წამოიწყო კამპანია, რომელიც სპეციალურ ვებსაიტს და საინფორმაციო ცხელ ხაზს მოიცავდა, რადგან მწერების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.
მიუხედავად ამ გეგმისა, პარიზში ყოველდღიურად 3,6 მილიონი ადამიანი ჩადის, ბაღლინჯოები კი ქალაქის გარეუბნებში არ ჩერდებიან.
ბაღლინჯოების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, რადგან ისინი ინსექტიციდების მიმართ უფრო ამტანი ხდებიან.
პარიზის მერის მოადგილემ ამ საკითხთან დაკავშირებით ისტერიის შესახებ ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ უბრალოდ, გაიზარდა პარიზელების რიცხვი, რომლებიც ბაღლინჯოების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მერიის საინფორმაციო სამსახურებს მიმართავენ.
წყარო: აიპრესი