შენი სიმღერებით საქართველოს ნოსტალგიას ვიკლავ - დემნა გვასალია ლელა წურწუმიას (ვიდეო)
დღეს Balenciaga-მ პარიზში მორიგი შოუ გამართა. ფრანგული მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ჩვენებას ესწრებოდა ქართველი მომღერალი, ლელა წურწუმიაც.
"ძალიან გამიხარდა აქ რომ ხარ. მე ხომ საქართველოში ჯერ-ჯერობით ვერ მივდივარ, შენს სიმღერებს ვუსმენ როცა ნოსტალგია მაქვს",- უთხრა დემნან ლელა წურწუმიას.