გაეროს მისია ყარაბაღში ჩავიდა
გაეროს მისია არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ჩავიდა. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA იუწყება, რომ მისიის მიზანია ადგილზე სიტუაციის გაცნობა და მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დადგენა. მისიაში შედიან გაეროს სხვადასხვა წარმომადგენლები.
ორგანიზაციის სპიკერმა გუშინ განაცხადა, რომ იგი ამ შაბათ-კვირას გაგზავნის მისიას მთიან ყარაბაღში.
მისია ძირითადად შეაფასებს ჰუმანიტარულ საჭიროებებს, თქვა გაეროს სპიკერმა და დასძინა, რომ ორგანიზაციას რეგიონში წვდომა არ აქვს დაახლოებით 30 წელი.
გუშინდელი მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 100 480 იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა.