თეგებით ძიება

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსმა პოლიტიკოსმა გაიმარჯვა

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-პოპულისტურმა, პრორუსულმა პარტია  Smer-SSD-მა ხმების თითქმის 24% მიიღო, რითაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, მას მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების დაწყება შეუძლია.

მეორე ადგილზე 17%-ით გავიდა პარტია „ლიბერალ-პროგრესული სლოვაკეთი“. პირველ ადგილზე გასულ პარტიას მთავრობის ჩამოყალიბების და შესაბამისად, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ კოალიციის ჩამოყალიბებას შეძლებს მესამე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრისტულ, თუმცა პროევროპულ პარტია Hlas-თან.

პირველ ადგილზე გასული Smer-ის ლიდერი სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკოა, Hlas-ის კი — პიტერ პელეგრინი, რომელსაც ფიკოსთან მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი თქმით, ის მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს.

Smer-მა თუ მთავრობის ჩამოყალიბება შეძლო, მოსალოდნელია, რომ სლოვაკეთი ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციასთან დაკავშირებით, დაახლოებით, ისეთ როლს ითამაშებს, როგორც ამას უნგრეთი აკეთებს.

Smer-ის ლიდერს წინასაარჩევნო კამპანიისას არაერთხელ განუცხადებია, რომ არჩევის შემთხვევაში ის უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს.

რუსეთთან წინააღმდეგ ომში სლოვაკეთი უკრაინას აქტიურად ეხმარებოდა, მათ შორის, რაკეტებითა და სამხედრო ვერტმფრენებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა