ლომმა ზოოპარკის თანამშრომელი გალიაში შეათრია და დაგლიჯა
28 სექტემბერს, იაპონიაში, ფუკუსიმას პრეფექტურის ქალაქ ნიჰონმაცუს ზოოპარკში ძუ ლომმა ზოოპარკის თანამშრომელი დაგლიჯა. ამის შესახებ The Asahi Shimbun იტყობინება.
53 წლის კენიტი კატომ ლომს საჭმელი მიუტანა და კოლეგასთან ერთად მისი ერთი ვოლიერიდან მეორეში გადაყვანას და აპირებდა. ამ დროს გალიის კარი, რომელიც ზოოპარკის თანამშრომელს მტაცებელისგან აშორებდა, დაკეტილი უნდა ყოფილიყო, თუმცა დაუდგენელი მიზეზის გამო, ღია აღმჩნდა. ლომმა ამით ისარგებლა, მამაკაცი ვოლიერში შეათრია და დაგლიჯა.
კატო სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ზოოპარკში 27 წლის მანძილზე მუშაობდა და გამოცდილ თანამშრომლად ითვლებოდა. ინციდენტის გამო დაწესებულება დროებით დაიხურა.