რეკორდული ჯეკპოტი - ფლორიდელმა ლატარიაში $1,6 მილიარდი დოლარი მოიგო
ამერიკის შეერთებულ შტატების მოქალაქემ Mega Millions -ის ლატარიის რეკორდული ჯეკპოტი - 1,6 მილიარდი დოლარი მოიგო. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება.
ლატარიის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ახალბედა მილიარდერი ფლორიდის შტატიდანაა. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან შტატის კანონმდებლობა ლატარიის გამარჯვებულებს სამი თვის განმავლობაში ანონიმურად დარჩენის საშუალებას აძლევს.
Mega Millions-ის წარმომადგენლებს ჯერ არ უთქვამთ, ლატარიაში გამარჯვებული ფულს ერთბაშად მიიღებს თუ ნაწილ ნაწილ. პირველ შემთხვევაში, გადასახადების გადახდის შემდეგ მას ხელზე 783,3 მილიონი დოლარი დარჩება, მეორე შემთხვევაში კი სრულ თანხას 30 წლის განმავლობაში, ნაწილნაწილს მიიღებს.