„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენებაზე არ მიმიწვიეს. ვლოცულობ ჩემი ძმის სულისთვის“ - როგორ გამოეხმაურა გურამ გვასალია Balenciaga - ს ჩვენებას
პარიზში გამართულ Balenciaga-ს ჩვენებას დემნა გვასალიას ძმა, გურამ გვასალია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში გურამ გვასალია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შოუზე მიწვეული არ იყო, დედით ძალიან ამაყობს:
"ვამაყობ, რომ Balenciaga-ს შოუ დედაჩემმა გახსნა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენებაზე არ მიმიწვიეს. ვლოცულობ ჩემი ძმის სულისთვის. ღმერთმა დალოცოს იგი" - წერს გურამ გვასალია სოციალურ ქსელში.