მოლოდინი არის ოპტიმისტური - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი აქვთ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდეტი ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს.
"მოლოდინს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც არაერთხელ მითქვამს, ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება რაიმე განსაკუთრებული კვალიფიკაცია, არ სჭირდება განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაციაც კი, ამ კაზუსის ამოხსნას, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური", - თქვა კობახიძემ.