თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება - შალვა პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, მისი ყველა აქტიურობა ასე უნდა დავინახოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"სააკაშვილს რაც შეეხება, ბოლო გამოძიებებიდან გამომდინარეც, ჩვენ ვხედავთ, რომ სუს-მა კიდევ ერთხელ დაასახელა უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილე, გია ლორთქიფქნიძე, როგორც საქართველოში არეულობების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ის ასევე ბრალდებულია, რომ ორგანიზატორი იყო სააკაშვილის შემოპარვისა. მიხეილ სააკაშვილი არის სრულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ამიტომ მისი ყველა აქტიურობა ასე უნდა დავინახოთ. ეს არის ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მით უმეტეს, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა