თეგებით ძიება

სამწუხაროა, რომ სუს-ი მონაწილეობს საპნის ოპერაში - იაფფასიანი ბოდვაა, სერია - „აკერმანი 2“ - პაატა მანჯგალაძე

თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, არ გამოხვიდეთ, შევეგუოთ, რუსული ჯარი მოვა, ჩვენ მოვალთ, შეგჭამთ, გამოგხრავთ, ხმა არ ამოიღოთ - ეს არის „ქართული ოცნების" სცენარი , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და მასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფარცხალაძის ჯაშუშობის გადაფარვას და ხალხის დაშინებას ემსახურება.

"სუს-მა ფარცხალაძის ჯაშუშობის გადასაფარად შემოგვთავაზა მორიგი სერია, "აკერმანი 2". აკერმანი გარდაცვლილი იყო და მედიაში საუბრობდნენ, რომ გარდაცვლილი ადამიანი რაღაცას აპირებდა საქართველოში. სამაგიეროს უხდიან ამერიკულ სპეცსამსახურებს თითქოს USAID- მა საქართველოში შემოიყვანა ადამიანები, რომლებიც გეგმავდნენ არეულობას. ეს არის რუსული სპეცსამსახურების სამაგიეროს გადახდის მცდელობა ამერიკული სპეცსამსახურებისთვის, ასე დავარქვათ ამ ბოდვას.

სამწუხაროა, რომ სუს-ი მონაწილეობს ამ საპნის ოპერაში. ესაა იაფფასიანი ბოდვა, "აკერმანი 2" სერია, როცა გარდაცვლილ ადამიანს კიდევ ერთი თვე აბრალებდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას. "ქართული ოცნების” პოლიტიკურად გახრწნილი პოლიტიკოსები საუბრობენ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულზე მაშინ, როცა ღარიბაშვილის და კალაძის ჩარტერების სკანდალი გვახსოვს, გასარუჯად რომ წავიდა კალაძე დუბაიში და ეს ხალხი ნიანგის ცრემლებს ღვრის ამერიკელი გადამხდელების ფულის გამო?! ვის სჯერა ამ იაფფასიანი პროპაგანდის?! ამის მიზანია ადამიანების დაშინება: "თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, არ გამოხვიდეთ, შევეგუოთ, რუსული ჯარი მოვა, ჩვენ მოვალთ, შეგჭამთ, გამოგხრავთ, ხმა არ ამოიღოთ" -ეს არის "ქართული ოცნების" სცენარი", - განაცხადა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა