თეგებით ძიება

სურნელოვანი სანთლები თქვენს სახლში ჰაერს აბინძურებს?

გასაკვირი არ არის, რომ სასიამოვნოა მყუდრო და დეკორატიული სურნელოვანი სანთლები ოთახში. 

„სურნელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი ტვინის ემოციურ და მეხსიერების ცენტრთან. ეს ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია, რადგან ზოგიერთი სურნელი ნოსტალგიას იწვევს.

როდესაც სურნელოვან სანთელს ვანთებთ, არომატული მოლეკულები თბება და ცვილიდან ცეცხლის ნაკადად იქცევა, რომელიც ასტიმულირებს ყნოსვის ნერვს. თუმცა თბილი ბზინვარებისა და სასიამოვნო სუნის გარდა, სანთლის არასრული წვის დროს ჰაერში ჭვარტლის მცირე ზომის შავი ნაწილაკები გამოიყოფა,“ - თქვა ოტოლარინგოლოგმა მარტა ბეკერმა.

ნახშირბადის, აეროზოლირებული ქიმიკატებისა და კუპრის მსგავსი ნივთიერებების ნარევი ალის ციმციმის ან ქრობის  დროს არამდგრადი ხდება და ჭვარტლი წარმოიქმნება. ჰაერის დაბინძურებას ასევე ხელს უწყობს სანთლის კონტეინერი.

ჭვარტლთან ერთად, სურნელოვანი სანთელი ალერგიის კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზია. სურნელოვანი სანთლები გამოყოფს გარკვეულ ეთერზეთებს, მათ შორის ციტრონელას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ე.წ. ბუნებრივი ექსტრაქტები უფრო ძლიერი ალერგენებია, ვიდრე სინთეზური სურნელი.

ყველა სანთელი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დამზადებულია სრულიად ბუნებრივი ფუტკრის ცვილისგან, პარაფინისგან ან სოიისგან, გამოყოფს ჭვარტლს და ასევე აქროლად ორგანულ ნაერთებს (ქიმიკატების ფართო სპექტრს, რომლებიც ჰაერში ორთქლდება), რაც იწვევს ოთახში ჰაერის დაბინძურებას. 

„თუმცა, სურნელოვანი სანთლის გარდა, ყველა სახის წვის პროდუქცია (მათ შორის ტოსტერი, მიკროტალღური ღუმელები და გაზქურები), რომელსაც ვიყენებთ, ხელს უწყობს შიდა ჰაერის დაბინძურებას. სურნელოვანი სანთლის გამონაბოლქვი იწვევს სიმსივნურ დაავადებასაც,“ - თქვა მარტა ბეკერმა. 

წვისას ჰაერში გამოყოფილი არასასურველი ნივთიერების გარდა, სანთელთან დაკავშირებული ყველაზე დიდი საფრთხე ხანძარია. აშშ-ში, წელიწადში 7000-ზე მეტი ხანძარი გამოწვეულია სანთლებით.

„სანთლის ცვილზე ნებისმიერი დანამატი მგრძნობიარე პირებში ალერგიული რეაქციების პოტენციალს ზრდის და შესაძლოა გამოიწვიოს ჭინჭრის ციების, ეგზემის, შაკიკისა და ასთმის მსგავსი სიმპტომები. წვის დროს ცვილებიდან (რომლებიც არცთუ ისე სუფთაა) გამოიყოფა ნახევრად აქროლადი და აქროლადი ორგანული ნაერთები, როგორიცაა ტოლუენი [არომატული ნახშირწყალბადი]. ასევე რეკომენდებულია, შეზღუდოთ ერთდროულად ანთებული სანთლების რაოდენობა, შეარჩიეთ უსუნო და უფერული სანთლები და დაწვით ისინი კონტეინერში, რომელიც სანთლის ფითილზე მეტი სიმაღლის არ არის. 

უფითილო სანთლები, რომლებიც ცვილის გამათბობელი ელექტრომოწყობილობით დნება, სურნელოვანი სანთლების ალტერნატივაა და ისინი არ წარმოქმნის ჭვარტლს. ჭარბი რაოდენობის სურნელი ასევე "ტვინის  ერთგვარ დაბინძურებას იწვევს", - ამბობენ ექსპერტები. 

https://www.nationalgeographic.com/science/article/scented-candles-smoke-air-pollution


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა