თეგებით ძიება

დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა კვირის ბოლოსკენ სრულად აღდგება - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, შალიკაშვილის სახელობის "დიდუბის ხიდზე" ავტომობილების თავისუფლად გადაადგილება კვირის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი და მოძრაობა აღდგება. მისივე განმარტებით, ხიდის რეაბილიტაცია ოქტომბირს ბოლოსკენ დასრულდება.

"შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დაახლოებით კვირის ბოლოს მოძრაობა სრულად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი,  თუმცა სამუშაოები გაგრძელდება. მიმდინარეობს თაღების მოპირკეთების სამუშაოები, ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათების ახალი ბოძები დამონტაჟდება, ხიდზე დეკორატიული მინათებები გაკეთდება და სამუშაოების დასრულებას ვფიქრობთ ოქტომბრის ბოლოსკენ", - თქვა კალაძემ. 

ამ დროისთვის, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენების დაგება დასრულებულია, ტროტუარზე კი ფილების დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ხიდის რეაბილიტაციის ღირებულება 4,5 მლნ ლარია. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია "ავტოგზა ლენტეხი 99" ახორციელებს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა