„რაის ნაციონალი ბატონო ირაკლი... ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ გაწვრთნილი აგენტი ვარ“ - გოდოლაძის პასუხი კობახიძეს
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც მას „ნაციონალი“ უწოდა.
„ერთობ სასიხარულოა და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ბატონმა ირაკლიმ, მისთვის ძვირფასი დრო დამითმო და ჩემზე ისაუბრა.
მიუხედავად ამისა, ფრიად ნაწყენი ვარ. რაის ნაციონალი ბატონო ირაკლი, ჩემი ზებუნებრივი შესაძლებლობების ასე დაკნინება მიუღებელია. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ ფლობდით ინფორმაციას ჩემს შესახებ. მე ვარ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სპეც. სამსახურების მიერ გაწვრთნილი აგენტი. ჯერ კიდევ 80-იან წლებში, პლასტიკური იპერაციის შედეგად შემომგზავნეს საბჭოთა კავშირში ტექტონიკური იარაღის გამოყენების მიზნით, რათა მემართა რეგიონული პოლიტიკა. მაშინ ვიყავი 40 წლის, მაგრამ სპეციალური აბებით ასაკი შემიცვალეს ეჭვი რომ არავის აეღო. დიახ, ბაკურიანისა და ეშერის ლაბორატორიიდან მოვაწყვე სპიტაკის და რაჭის მიწისძვრები. ჩემი დამსახურებაა საბჭოთა კავშირის დაშლა და თქვენ კიდევ ნაციონალიო, კარგით რა.. ჯეიმს ბონდი სულ მეუბნებოდა, ვის არ შევხვედრილვარ, შენისთანა ნიჭიერი არავინ მინახავსო. განსაკუთრებით ძლიერი ვარ ცუნამის ტრიგერირებაში.
P.S. ამოიღეთ არქივიდან მასალები. ჯერ კიდევ 15 წლისა, ამერიკელებთან და ბრიტანელებთან ერთად რაჭის მიწისძვრის ეპიცენტრში ვცხოვრობდი 3 თვე. მეტი დასტური რა გნებავთ“, - წერს გოდოლაძე.