თეგებით ძიება

როდესაც ტრაქტორზე მყოფს მხედავდნენ, ყველას სიცილი და გაკვირვება ეუფლებოდა - მამა თეიმურაზის ემოციური ისტორია

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა.

გთავაზობთ ამონარიდს, მამა თეიმურაზის ჩანაწერებიდან:

ფეხით სიარულს ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ. ცოცხალი ურთიერთობა გაქვს სამყაროსთან. ადამიანებთან. მაგრამ… როდესაც დიდი ჩაილურის მოძღვრობა მარგუნა ყოვლად-სახიერმა უფალმა, ჩემი ადამიანური ძალმოსილებიის უძლურებიდან გამომდინარე, ამდენ კილომეტრს ფეხით ვერ დავფარავდი. ხოდა… იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების და მრევლის დახმარებით თითქმის ყველა სახის ტრანსპორტით მიწევს მგზავრობა. ე.წ. „ჯიპით” ; მშვენიერი ტრაქტორით; ე.წ “ჯიპზე“ უფრო ძვირადღირებული ცხენით და ა.შ…

ერთი პერიოდი ისეთი ავტომობილით გადავაადგილდებოდით, რომლის პატივისცემაც ძნელად, თუ დაავიწყდება ადამიანს. მართალია, წყალი ჩამოდიოდა. ბენზინს, ზეთს და წყალს ერთნაირი რაოდენობით მოიხმარდა და სიარულისას ისეთ ხმებს გამოსცემდა თავი რკინის სამჭედლოში გეგონებოდა, მაგრამ იყო მასში რაღაც ისეთი რაც ადამიანს იზიდავდა...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა