თეგებით ძიება

მანიფესტაციაზე აკრძალულია ალკოჰოლი, ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა?! - შს მინისტრის მოადგილე

მანიფესტაციაზე აკრძალულია ალკოჰოლი, ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა?! - სუს-ი ამბობს, რომ შეიძლება მომხდარიყო კარვების გამოყენება არეულობის მოსაწყობად, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.

მისი თქმით, აუცილებელია პოლიციას ჰქონდეს ბერკეტი, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი დაიცვას.

„თქვენ კარგად ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ შეიძლება მომხდარიყო კარვების გამოყენება არეულობის მოსაწყობად და ა.შ. თუ კანონპროექტს ჩავხედავთ, იქ გაწერილია ლეგიტიმური მიზნები, რა შემთხვევაში შეიძლება მიეცეს პოლიციას უფლება, რომ შეზღუდოს კარვის ქონა. აქ არ წერია ის, რომ მთლიანად იკრძალება. კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საფრთხისშემცველია კარვის ქონა ვინმეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ან მაგალითად პოლიციას ხელი ეშლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში, ან კარვების მეშვეობით ხდება მნიშვნელოვნად საწარმოს ან დაწესებულების ფუნქციონირების შეფერხება ან საერთოდ არ არის კარვის არსებობა დაკავშირებული შეკრება მანიფესტაციასთან, ამ შემთხვევაში ეძლევა პოლიციას უფლებამოსილება, რომ შეუზღუდოს კარვით სარგებლობა, თუმცა, ეს ყველაფერი წარდგენილი იქნება სასამართლოზე და სასამართლო განიხილავს პოლიციის გადაწყვეტილებას, იყო ის ლეგიტიმური თუ არ იყო ლეგიტიმური და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ეს კანონპროექტი სრულად შესაბამისობაშია კონსტიტუციის ნორმებთან, ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და შეშფოთების მიზეზი არ არის.

ასეთი ტენდენციაა, რომ როცა კანონპროექტზეა საუბარი, საუბრობენ, რომ ეს არის ცუდი კანონპროექტი. ჩავიხედოთ შიგნით, რა წერია. რატომ ვხედავთ რაღაც შეზღუდვას? დღესაც არის შეზღუდული მაგალითად, ის, რომ მანიფესტაციის დროს არ შეიძლება გქონდეს ისეთი საშუალებები, რომელიც ადვილად აალებადია. მაგალითად, აკრძალულია ალკოჰოლური სასმელი, ეს შეზღუდვაა გამოხატვის თავისუფლების?!“ - განაცხადა დარახველიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა