14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა - ავარია ლაგოდეხში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა სოფელ კაბალში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
მოზარდს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როცა ის ველოსიპედით, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა
ექიმები ვარაუდობენ, რომ მოზარდს ერთ-ერთი კიდურის მოტეხილობა აქვს.
დიაგნოზის დასადასტურებლად და სხვა დაზიანებების დასადგენად, სამედიცინო კვლევები ამ წუთებში მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.