თეგებით ძიება

არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურებისთვის ბრალდებული კაცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურებისთვის ბრალდებული კაცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 60 წლის ბიზნესმენი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატები დახურული სასამართლო პროცესიდან გამოსვლის შემდეგ მცირე კომენტარით შემოიფარგლნენ, მათი თქმით, ბრალდებულს სურს, რომ ყველაფერი კონფიდენციალურად დარჩეს, ხოლო დუმილის უფლების გამოყენება თავისთავად დანაშაულის არ აღიარებას ნიშნავს.

"ბრალდებულს არ აქვს სურვილი კომენტარის გაკეთების. მისი ეგეთი მოწოდებაა, რომ კონფიდენციალურად იყოს ყველაფერი. დუმილის უფლება იმას ნიშნავს, რომ ვაღიარებ არ დანაშაულსო", - ამბობს ადვოკატი.

საქმის პროკურორის თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის საშიშროება, გარდა ამისა არსებობდა მისი მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები და მოწმეებზე ზემოქმედება. 

"არგუმენტები, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სასამართლოში, სასამართლომ სრულად გაიზიარა, მან მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულისაგან ახალი დანაშაულის ჩადენის საქმე, ასევე არსებობდა მისი მიმალვის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები, განსაკუთრებით მოწმეებზე ზემოქმედების კონტექსტში. აქედან გამომდინარე მას დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლიდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული. გამოძიება აქტიურ რეჟიმში გრძელდება და არ გამოვრიცხავ, რომ დაზარალებულთა რიცხვი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში გაიზარდოს", - ამბობს პროკურორი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა